"სომხური კომპანიების საქართველოში მასობრივი გაქცევა", ასე აფასებს მედიის ნაწილი სტატისტიკას, რომელიც საქართველოს საჯარო რეესტრმა გამოაქვეყნა.
აღნიშნული უწყების ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქეების მონაწილეობით გასული წლის 1-ელი იანვრიდან დარეგისტრირებული იყო დაახლოებით 100 ბიზნეს სუბიექტი.
ამავე დროს სომხურმა სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თავისი ბიზნესის საქართველოში გადატანაზე ცნობილი სომეხი მეწარმე, "გრადნ ჰოლდინგის" პრეზიდენტი, ვრანტ ვარდანიანიც დაფიქრდა. მიზეზი ოფიციალურ ერევანთან არსებული წინააღმდეგობაა.
"2005 წლის 1 იანვრიდან სომხეთის მოქალაქების მონაწილეობით საქართველოში დაახლოებით 100 კომპანია დარეგისტრირებული. მათ შორის 70 კომპანია არის შპს, 3 - ფილიალი, 24 - ინდ. მეწარმე და რამდენიმე არაკომერციული ორგანიზაცია.
საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის მაჩვენებლის მიხედვით ასევე საკმაოდ აქტიურები არიან თურქეთის აზერბაიჯანის, ინდოეთის და ჩინეთის მოქალაქეები,_ აცხადებს "პირველ საინფორმაციო კავკასიურთან" ინტერვიუში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურისტი თამარ წიკლაური.