თაღლითობის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე, მარნეულში მცხოვრები ნინო სალუქვაძე.
გამოძიებით დადგენილია, რომ ნინო სალუქვაძე ერთ-ერთ მეწარმეს მოტყუებით პირდებოდა, რომ ბიზნეს-საქმიანობაში მფარველობას გაუწევდა, დახმარებოდა მას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ურთიერთობის მოგვარებაში, რის სანაცვლოდაც ბრალდებულმა მეწარმეს ერთობლიობაში 1600 აშშ დოლარი გამოართვა.
სამართალდამცველებმა ნინო სალუქვაძე მაშინ დააკავეს, როცა მან მორიგი ცრუ დაპირების სანაცვლოდ მეწარმისაგან თანხის ნაწილი აიღო.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.