ბათუმის პორტში, პორტუგალიის დროშით მცურავი ტანკერი " DIAMOND STAR"-ი დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, მიზეზი მავნე ნივთიერებით ზღვის დაბინძურება გახდა.
აღნიშნული გემის კაპიტნის, ALECHINO VALDEMARAS -ის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე პრიმა მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო და ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, მას 65 000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.