11 თებერვლისათვის დაგეგმილ აუქციონზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2 ობიექტის გაყიდვას შეეცდება.
სამინისტროს ინფორმაციით, იყიდება დიდი დიღომი-გლდანის მაგისტრალისა და ბელიაშვილის ქუჩის გადაკვეთის მიმდებარედ განთავსებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნეგებობებზე ჩასატარებელი სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალები და მეორადი მოხმარების საოფისე ინვენტარი (პირობებიანი).
ობიექტის საწყისი ღირებულება 100 ათასი ლარია.
ხვალისთვისაა დაგეგმილი ასევე ზუგდიდში, სოფელ ინგირში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის საწყისი ღირებულებაც 3 ათას 805 ლარადაა შეფასებული.