დედოფლისწყაროში რამდენიმე ეტაპად განხორციელებულ ქარსაფარი ზოლების აღდგენის პროექტის ფარგლებში კიდევ 96 439 ძირი ხე დაირგო, მათ შორის სოფლებშიც.
როგორც "ჰერეთს" სამუშაოების მწარმოებელი შპს ,,ტექნოსერვისი 1-ის ხელმძღვანელმა ბიძინა პოპიაშვილმა განუცხადა, დაირგო აკაცია, იფანი, საპნის ხე, კაკალი, ნუში, ბროწეული და ფშატი.
დედოფლისწყაროში ქარსაფარი ზოლების აღდგენა გაუდაბნოებასა და კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად ხორციელდება და მას მუნიციპალიტეტთან და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება ახორციელებს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა პროექტს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს უწოდებს. ოფიციალური ინფორმაციით, დედოფლისწყაროში გაუდაბნოების ყველა პარამეტრი გამოვლინდა, რამაც პრევენციული ზომების მიღების აუცილებლობა წარმოშვა.