გასულ წელს საქართველოს მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სისტემის დასუსტების მიზნით უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა,-ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აშშ-ის სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან რუსეთზე საუბრისასა თქვა, რომ უკრაინა ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც კრემლი მეზობლების კონტროლის და მათი პოლიტიკური კურსის განსაზღვრის მიზნით იძულების მეთოდებს იყენებს.
„გასულ წელს საქართველოს მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სისტემის დასუსტების მიზნით უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა. მან რეპრესიული კანონები მიიღო. მან ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანების შესახებ საქართველოს კონსტიტუციის განსაზღვრულ პირობაზე უარი თქვა. მან სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიიღო და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები დააკავა.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, მათ შორის ნინო დოლიძე, დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტის დემოკრატიის ჯილდოს მფლობელი, ძირითადი უფლებების დასაცავად პირადი რისკის ფასად მუშაობენ. მათი ბრძოლა ფართო გლობალური წინააღმდეგობის ნაწილია“, - აღნიშნა ჯინ შაჰინმა.