საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთის ეროვნული ნაკრები 2:1-ით დაამარცხა.
პირველი ტაიმი ქართველებმა 2:0 მოიგეს, ალექსანდრე იაშვილისა და დავით სირაძის გოლებით.
ერთადერთი გოლი საქართველოს ნაკრების კარში მანუჩარიანმა გაიტანა თერტმეტმეტრიანი დარტყმით.
მატჩი კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში - "ციერონის" სტადიონზე გაიმართა.
ქართველებმა სომხები მესამედ დაამარცხეს. ერთი მატჩი ქართველებსა და სომხებს შორის ფრედ დამთავრდა, ხოლო ერთიც სომხეთმა მოიგო.