შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, მცხეთა-მთიანეთისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტებში სამუშაო შეხვედრები გამართა და თანამშრომლებს ახლადდანიშნული ხელმძღვანელი პირები - არჩილ მახარაძე და გურამ ზესაშვილი წარუდგინა.
მინისტრმა მათ თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
გეკა გელაძემ ყოფილ ხელმძღვანელ პირებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ამასთან, სამუშაო შეხვედრებზე შინაგან საქმეთა მინისტრმა დანაშაულთან ბრძოლის, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებებისა და საგზაო მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დანაყოფების წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. გეკა გელაძემ თანამშრომლებს მადლობაგადაუხადა გაწეული სამსახურისთვის.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი ავრცელებს