პერევში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა. შენობის გახსნას შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და და პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის რეგიონში ლაშა მაქაცარია ესწრებოდნენ.
შენობაში პოლიციის 12 თანამშრომელი იმუშავებს. იმერეთის რეგიონში ეს უკვე რიგით მეცამეტე განყოფილებაა, რომელიც ახალ შენობაში განაგრძობს მუშაობას. აღნიშნული განყოფილება მოემსახურება საჩხერის რაიონის სამ სოფელს: ჯრიას, ჭალისა და პერევის მოსახლეობას.
შენობა გამჭვირველეა. ის უახლესი ტექნიკით აღიჭურვა.
2010 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში პოლიციის სამოცდაორი ახალი შენობა.