სილქნეტის" გენერალური სპონსორობით, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია საქართველოს თასის გათამაშებას იწყებს. ტურნირები სეზონის განმავლობაში ექვს ეტაპად ჩატარდება ბაკურიანსა და მესტიაში. თასის გათამაშებაში ეროვნული ნაკრების სპორტსმენების გარდა საქართველოში არსებული სპორტსკოლების მოსწავლეებიც მონაწილეობენ.
საქართველოს თასის გათამაშების პირველ ეტაპს ბაკურიანი 11-12 თებერვალს უმასპინძლებს (ტატრაპომის ტრასაზე, სპეციალურ და გიგანტურ სლალომში).
გარდა პროფესიონალური ტურნირების ხელშეწყობისა, "სილქნეტი" მოყვარული მოთხილამურეებისთვის მართავს შილკ შKI შეჯიბრს გუდაურში.
"სილქნეტის" ზამთრის პრომო აქციას 1 თვის განმავლობაში გასტანს. შეჯიბრი 20 თებერვალს და 6 მარტს გაიმართება, სადაც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს, როგორც მოყვარულებს, ისე პროფესიონალ მოთხილამურეს შეეძლება.
ერთმანეთს დაუპირისპირდება 4 გუნდი: "თეთრი დათვები", "ლომები", "მგლები" და "ლეოპარდები". გამარჯვებულ გუნდს "სილქნეტისგან" სპეციალური საჩუქრები გადაეცემა.
შილკ შKI 5, 12 და 26 თებერვალს 12:ოო საათიდან "გრადუსში" წვეულებებს (Dაყ თიმე Pარტყ) აწყობს.