სტრასბურგის სასამართლომ მსახიობი ბაჩო ქაჯაიას საჩივარი წარმოებაში მიიღო და არსებით განხილვას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი, თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.
ადვოკატის ცნობით, საჩივარი შეეხება გზის ხელოვნურად გადაკეტვისათვის მოსამართლე ნინო ენუქიძის მიერ ბაჩო ქაჯაიას უკანონოდ 5 000 ლარით დაჯარიმების ფაქტს.
"სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ბაჩო ქაჯაიას საჩივარი და იწყებს არსებით განხილვას.
საჩივარი შეეხება გზის ხელოვნურად გადაკეტვისათვის მოსამართლე ნინო ენუქიძის მიერ ბაჩო ქაჯაიას უკანონოდ 5 000 ლარით დაჯარიმების ფაქტს.
უკანონო საქმისწარმოების, მტკიცებულებათა არარსებობის, დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილების, ასევე სააპელაციო საჩივრის არსებითი განხილვის გარეშე დატოვების საფუძვლებით ვითხოვთ, რომ:
ევროპულმა სასამართლომ დაადგინოს ევროპული კონვენციის მე-6, მე-10, მე-11, მე-13 და მე-18 მუხლების დარღვევა.
არაერთხელ მითქვამს და კვლავ გავიმეორებ - მნიშვნელოვანია, რომ არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ დარჩეს ქვეყნის შიგნით," - წერს ადვოკატი.