უკრაინამ ამერიკულ მხარეს „სამშვიდობო გეგმასთან“ დაკავშირებით პასუხი გადასცა.
ამის შესახებ X-ზე წერს Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი.
„უკრაინელმა და აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მითხრეს, რომ ოთხშაბათს უკრაინამ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის სამშვიდობო გეგმის უახლეს პროექტზე თავისი პასუხი მიაწოდა“, - წერს ის.
Axios-ის ჟურნალისტი დამატებით დეტალებზე არაფერს წერს.
Bloomberg-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ აშშ-ს „სამშვიდობო გეგმასთან“ დაკავშირებით პასუხი გაუგზავნა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს გამოაცხადა, რომ „სამშვიდობო გეგმის“ უკრაინულ და ევროპულ წინადადებებზე მუშაობა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების დონეზე დასრულდა.