მთავარმა პროკურატურამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ვინაობა გამოაქვეყნა.
როგორც უწყებაში რამდენიმე წუთის წინ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
დაკავებულია სამინისტროს 9 მოხელე: სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის სამმართველოს უფროსი ზურაბ ქაჯაია, ამავე სამმართველოს თანამშრომელი პაატა ტუღუში, შიდა ქართლის და მცხეთა მთიანეთის სამეციორაციო სახელმწიფო საწარმოს დირექტორი დავით მუჯირიშვილი და რამდენიმე სამელიორაციო ასოციაციის ხელმძღვანელი.
"აღნიშნული თანამდებობის პირები ბოროტად იყენებდნენ საკუთარ თანამდებობრივ უფლებამოსილებას და აიძულებდნენ სხვადასვხა მეწარმეებს მათთვის ქართამის არაერთგზის გადახდას", - განაცხადა მთავარი პროკურორის პირველმა მოადიგლე დავით საყვარელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე და აქვე განმარტა, რომ დაკავებულები ქრთამს რეგისტრაცის პროცედურების, თანამდებობრივი მფარველობისა და სხვა ქმედების სანაცვლოდ ითხოვდნენ.
გამოძიების ინფორმაციით, მათ მიერ მთლიანობაში აღებულმა თანხამ 310 ათასი ლარი შეადგინა.
გამოძიება გრძელდება.
აღნიშნული პირების ბრალეულობა მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კუთვნილი საბუუჯეტო თანხების განკარგვის კანონიერების შესწავლის პროცესში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი სამინისტროს მიერ სამელიორაციო სისტემის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრიობისა და განკარგვის შესწავლისას გამოიკვეთა.