მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი რომ არ ყოფილიყო, საქართველოში ინვესტიციების შემოსვლა მაინც შემცირდებოდა.
ამის შესახებ ეკონომიკის საკითხებში ექსპერტმა სანდრო თვალჭრელიძემ დღეს, პარლამენტში "ქრისტიან-დემოკრატებთან" ეკონომიკის ექსპერტების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, განაცხადა.
"ეკონომიკური კრიზისი ძირითადად შეეხო ნავთობსა და ფასიან ქაღალდებს. ნავთობზე ფასების სწრაფმა დაცემამ, რასაც პოლიტიკური და არა ეკონომიკური საფუძველი ჰქონდა, გამოწვია წონასწორობის დარღვევა "ფიქჩერსულ ბაზარზე". ეს იყო ძირითადი ეკონომიკური კრიზისის მიზეზი", - აღნიშნა თვალჭრელიძემ.
მისივე თქმით, საქართველო ამ სფეროებში ჩართული არ არის და ამის გათვალისწინებით მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მხოლოდ ირიბი გავლენა მოახდინა საქართველოზე, ვინაიდან ინვესტიციების შემოდინება საქართველოში შემცირდა.
"კრიზისიც რომ არ ყოფილიყო, ინვესტიციების შემოდინება მაინც შემცირდება, რადგან ძირითადად ინვესტიციები უძრავ ქონებაში იდებოდა. ჩვენი ეკონომიკა იდგა იმაზე, რომ უძრავ ქონებას ვყიდიდით, მაგრამ საქართველო პატარა ქვეყნაა და ეს ბაზარიც ამოიწურა", - განმარტა ექსპერტმა.
თვალჭრელიძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ხელისუფლება ინვესტიციების ჩადებას ტურიზმში ცდილობს, ეს საქართველოს ეკონომიკას ვერ გადარჩენს, თუ არ მოხდა ეკონომიკის განვითარებაში უშუალოდ საქართველოს მოქალაქეების ჩართვა.