გადაამოწმონ და თუ დადასტურდება რაც უნდათ ის უქნიათ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. ის BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას გაემოეხმაურა.
მისი განცხადებით, თავად მას არ გაურევია ქიმიური ნივთიერება წყლის ჭავლში, თუმცა "ვინც გაურია ის ამტკიცებს, რომ კანონის სრული დაცვით გააკეთა".
"მე არაფერი არ გამირევია, მაგრამ ვინც გაურია ის ამტკიცებს, რომ კანონის სრული დაცვით გააკეთა ეს. არცერთი ნივთიერება, რომელიც გაურიეს, არცერთი საკითხი, რომელიც ამასთან არის დაკავშირებული, გამოძიების მიღმა არ დარჩება. ასეთი დარწმუნებულები რომ არ ვიყოთ საერთაშორისო სასამართლოებში კი არ წავიდოდით საჩივრების დასაწერად. გადაამოწმონ და თუ დადასტურდება რაც უნდათ ის უქნიათ. მე თვითონაც დავაძალებ ჩემ მთავრობას, ვინც ამაშია გარეული დაასანქციროს კი არა დააპატიმროს დაუყოვნებლივ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდი ტყუილი, რომელიც მათ გამოაცხვეს თავის ჭკუაში, დამთავრდება ძალიან ცუდად მათთვის," - განაცხადა შარმანაშვილმა.