ევროკომისიაში მობილური ტელეფონებისათვის უნივერსალური დასატენი მოწყობილობის პრეზენტაცია გაიმართა. ევროკომისიის წევრმა მრეწველობისა და მეწარმეობის საკითხებში ანტონიო ტაიანმა და ციფრული ტექნოლოგიის DIGITALEUROPE ევროპის ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა დრიჯიტ კოსგრეივმა ჟურნალისტებს მობილური ტელეფონებისათვის უნივერსალური დასატენი მოწყობილობა წარუდგინეს.
"მივესალმები ახალი დამტენი მოწყობილობის გამოშვებას, რომელიც ევროკავშირის ახალი ნორმების საფუძველზეა შექმნილი. საუბარია საუკეთესო შეთავაზებაზე ევროპელი მომხმარებლებისათვის"- აღნიშნა ტაიანმა და ასევე დასძინა, რომ "ამჯამად ჩვენ ველოდებით მოწყობილობის ქსელში გატანას".
მანვე მწარმოებლებს მოუწოდა, რომ დააჩქარონ პროდუქციის კომერციალიზაცია, რათა ევროკავშირის ყველა მოქალაქემ უმოკლეს დროში შეძლოს ახალი მოწყობილობით სარგებლობა.
შეგახსენებთ, რომ ახალი ტექნოლოგიური ნორმები ევროკავშირის მასშტაბით 2010 წლის 29 დეკემბრიდან ამოქმედდა.