სტიქიამ კახეთი 40 ათასი ლარით აზარალა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს რეგიონის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა განუცხადა, ძლიერმა ქარმა საგარეჯოს, სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი ნაწილობრივ გადახადა.
„ზარალის დამთვლელმა კომისიებმა მუშაობა დაასრულეს და აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გაიხარჯება", - განაცხადა სიბაშვილმა.