სამართალდამცველებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავეს.
როგორც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, მათი აყვანა მთავარი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებით განხორციელდა.
დაკავებულთა ვინაობა ცნობილი დღეს, 15:00 საათზე, პროკურატურაში დაგეგმილ ბრიფინგზე გახდება.
წინასწარი ინფორმაციით, ბაკურ კვეზერელის უწყების თანამშრომლებს ბრალი კორუფციულ გარიგებაში ედებათ.