ფინეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, ალექსანდრ სტუბსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის, ორშაბათს, 24 ნოემბერს სატელეფონო საუბარი შედგა.
„მივესალმები ჟენევაში აშშ-სა და უკრაინას შორის გამართული გუშინდელიშეხვედრების დროს მიღწეულ პროგრესს. მოლაპარაკებები წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ გადასაჭრელია“, - დაწერა სტუბმა სოციალურ ქსელში საუბრის შემდეგ.
„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის ან ნატო-ს კომპეტენციაში შედის, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრების მიერ ცალ-ცალკე განიხილება და მიიღება“, - დასძინა მან.