აშშ-ის წარმომადგენლებთან ერთ საათიანი შეხვედრიდან 45 წუთი კობახიძე სწორედ 607 მილიონ დოლარზე საუბრობდა, რომლის დაბრუნებაც ივანიშვილისთვის უმთავრესი ამოცანაა, - ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა 24 ნოემბერს ლონდონში ჩანიშნულ პროცესს, რა დროსაც სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს ბერმუდაზე ბიძინა ივანიშვილის სარჩელზე.
ბოკუჩავას თქმით, ამ მილიონების გამო ივანიშვილმა ქვეყანა ტყვედ აიყვანა.
"ივანიშვილმა მისი ფულის გამო ქვეყანა ტყვედ აიყვანა, იმიტომ, რომ თვლის, რომ ეს 607 მილიონი, რომელიც კერძო დავის საგანი იყო მასა და შვეიცარიულ ბანკს შორის, ახლა უხილავ მასონთა ლოჟას აქვს დროებით მიტაცებული და მისი დაბრუნების მიზნით, ივანიშვილმა მიიტაცა მთელი ქვეყანა და ახლა ის ცდილობს დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ ის შედგა როგორც დიქტატორი და დიქტატორის რანგში მაინც დაელაპარაკონ, რომ საბოლოო მაიცნ დაიბრუნოს ის 607 მილიონი.
მე დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო მაღალი დონის ვიზიტი, რაც შედგა საქართველოში შტატების მხრიდან, ეს იყო წინა ადმინისტრაციის პირობებში, ერთსაათიანი შეხვედრიდან ირაკლი კობახიძე 45 წუთი, სწორედ ამ 607 მილიონზე საუბრობდა, რომლის დაბრუნებაც ივანიშვილისთვის უმთავრესი ამოცანაა", - ამბობს თინა ბოკუჩავა.