დღეს, 29 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს დაიწყებს. აშშ-ში ნიკა გილაური დიდი ბრიტანეთიდან გაემგზავრება, სადაც ის სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ნიუ-იორკში, კონფერენციას " Georgia Investment " დაესწრება, სადაც ის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრებს.
გილაური ბრიტანეტში 25 ნოემბერს გაემგზავრა და ვიზიტის ფარგლებში საგარეო პოლიტიკის საკითხებში ლიბერალ დემოკრატების წარმომადგენელს ედუარდ დეივის (Eდწარდ Dავეყ), ჩრდილოვან საგარეო საქმეთა მინისტრს უილიამ ჰაგს (ჭილლიამ Hაგუე) და ევროპის საკითხებში ჩრდილოვან მინისტრს მარკ ფრანსუას (Mარკ Fრანცოის) შეხვდა.
დიდ ბრიტანეთში ყოფნისას, პრემიერ-მინისტრმა ასევე ლონდონში ბიზნეს ფორუმი " Invest in Georgia" გახსნა