დღეს, 28 ნოემბერს, 15:00 სთ-ზე სასტუმრო "Raddisson"-ის სააქტო დარბაზში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს ჰელსინკის კავშირი - ეროვნული აღორძინება" პრესკონფერენციას გამართავს.
საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანებები "საქართველოს ჰელსინკის კავშირი - ეროვნული აღორძინება", "საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა _ ემიგრანტები" და "კავკასიელ ხალხთა ასამბლეა" ანახლებენ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და მოუწოდებენ პოლიტიკური პარტიებს, საზოგადოებრივ თუ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ცალკეულ პიროვნებებს გაერთიანებისკენ.
პრესკონფერენციაზე ასევე წაკითხული იქნება მიმართვა ქართველი ერისადმი, მოეწყობა ტელეხიდი სატრასბურგში, სადაც შეიკრიბებიან ქართველი ემიგრანტები და გააკეთებენ სპეციალურ მიმართვას. ასევე მიღებული იქნება განცხადება ცოტნე გამსახურდიას დაკავებასთან დაკავშირებით.