აქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებით ცვილებებზე კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ამ მხრივ არანაირი რეგულაცია არ იცვლება,,
მისი თქმით, თუ არ არის საჭირო გზის გადაკეტვა და ადამიანები ეტევიან მოედანზე ან სხვა მიმდებარე ტერიტორიაზე, არ უნდა გადაკეტო გზა.
„არანაირი რეგულაცია არ იცვლება, როგორც აქამდე, ათწლეულები მოქმედებდა წესი, რომ პროტესტი შეგიძლია გამოხატო, სადაც გინდა, ისევე მოქმედებს. როგორც აქამდე მოქმედებდა წესი, რომ პროტესტში მონაწილე ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, თუ არ არის საჭირო გზის გადაკეტვა და ადამიანები ეტევიან მოედანზე ან სხვა მიმდებარე ტერიტორიაზე, არ უნდა გადაკეტო გზა. ეს წესი ჩვენთან წლებია, მოქმედებს და ეს წესი მოქმედებს ყველგან სამყაროში. ასე რომ, ამაში სიახლე არაფერი არ არის. სინამდვილეში, რასაც უცხოეთიდან დაქირავებული ორგანიზაციები ამბობენ, არის ის, რომ აქამდე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, თავი დაეძვრინათ კანონის დარღვევის გამო პასუხისმგებლობისგან. ახლა წუხან, რომ შეიძლება, ისე დაარღვიონ კანონი, რომ თავი ვერ დაიძვრინონ პასუხისმგებლობისგან. ასე არ არის აწყობილი სამართლებრივი სახელმწიფო. სამართლებრივი სახელმწიფო და ქართველი ხალხის ნება, რომელიც გამოხატულია ამ კანონებში, გულისხმობს, რომ კანონს ვინც დაარღვევს, შესაბამისი სანქცია უნდა დაეკისროს. ისეთი უნდა იყოს სანქცია, რომ პრევენციული ფუნქცია ჰქონდეს. ანუ ადამიანს არ უღირდეს მისი დარღვევა. ვნახეთ, რომ შექმნეს შესაბამისი ყულაბები, რომლითაც წინმსწრებით აფინანსებენ კანონდარღვევას, გამოწერილი აქვთ, ასე ვთქვათ, თავისუფალი თუ ღია ჩეკი ადამიანებისთვის, რომ მიდი, დაარღვიე, 20-მა კაცმა გადაკეტე რუსთაველის გამზირი, პრობლემა შეუქმენი მილიონნახევრიან ქალაქს და ყველაფერი გადახდილია. ყველაფერი გადახდილიაზე რომ იყვნენ, ამის გამო იყვნენ პასუხისმგებლობის მიღმა. შესაბამისად, მიზანი არის, რომ ყველა დაბრუნდეს კანონმდებლობის ჩარჩოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.