დონალდ ტრამპმა მომილოცა 26 მაისი, ეს დამალეს. განა არ იციან, რომ ეს [ფოტო] ფეიკი არაა და ნამდვილია, იქ ვიყავი, გაეროში გამოვედი, შემდეგ ვახშამს დავესწარი, სისულელეა ახლა ამის მტკიცება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ელემენტარული რამ არის, რომ შესაძლებელია უკვე მოხდეს ჩვენი ურთიერთობების განახლება ახალი ფურცლიდან, არაფერი ზედმეტი. მისგან იყო პასუხი, არც ეს დამიმალავს, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას. ისიც უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ, ჩვენი გზა გვაქვს, ჩვენ ვერავის ვერ დავაძალებთ გინდა თუ არა ხვალ გამეცი პასუხი. ჩვენ არ ვართ ასეთი დამოკიდებულების ხალხი, ხელისუფლება და ადამიანები. ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული არსებული რეალობა. აქედან გამომდინარე ვიცით გლობალური გამოწვევები, შეიძლება დღის წესრიგში ჯერჯერობით არ ფიგურირებს საქართველო და ესეც გასაგებია და გასაგებიც უნდა იყოს. პოზიტიური მოლოდინი თავისთავად [გვაქვს]. დონალდ ტრამპმა მომილოცა 26 მაისი, ეს დამალეს. განა არ იციან, რომ ეს [ფოტო] ფეიკი არაა და ნამდვილია, იქ ვიყავი, გაეროში გამოვედი, შემდეგ ვახშამს დავესწარი, სისულელეა ახლა ამის მტკიცება. ფაქტია, ეს მოცემულობაა. რატომ უნდა უარყონ იცით? იმიტომ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ინტსტრუმენტად ჰყავთ გამოყენებული შთააგონონ , რომ ეს ნამდვილი არ არის. გაურბიან ფაქტობრივ პასუხს, ფაქტსაც კი შლიან. აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვაც კი „გააბანძეს“. ჩვენ გვეუბნებიან მონებიო, აი მონობა რა არის, კითხვას ვერ უსვამს საკუთარ თავს, ეს ფაქტია თუ არ არის ფაქტი, გამოვიდეს და ხმამაღლა თქვას. იმ ახალგაზრდას უთხრას, იცით, რა ფაქტია კი, ყაველაშვილი შეხვდა და ჰქონდა ურთიერთობა და ეს სურათიც ნამდვილია და ეს მილოცვაც ნამდვილია. ამის გამბედაობა არ აქვთ. თქვენ წარმოგიდგენიათ რა ხალხთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.