ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე ე.წ. საბოტაჟის მცდელობის საქმეზე სასამართლოში გამოიკითხა.
როგორც მან გამოკითხვის შემდეგ მედიასთან განაცხადა,კითხვები ასევე შეეხებოდა საპროტესტო აქციების დაფინანსებას.
„დახურული დაკითხვა იყო, ამიტომ კანონმდებლობა კრძალავს გამოკითხვის დეტალებზე საუბარს. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ყველა კითხვა შეეხებოდა ჩემს „ფეისბუქ“ პოსტებს. ჩემი ყველა „ფეისბუქ“ პოსტი საჯაროა. ყველა კითხვა ეხებოდა იმ განცხადებებს, რომელსაც სოციალური ქსელის საშუალებით ვაკეთებ.
დაფინანსებასთან დაკავშირებითაც იყო კითხვები. დახმარების ფონდებში ნამდვილად მაქვს გადარიცხული რამდენიმე ათასი ლარი ნაწამები, ნაცემი ადამიანების დახმარებისთვის. შარშანდელზეა საუბარი, ამიტომ ზუსტად არ მახსოვს ზუსტად რამდენი ათასი ლარი მაქვს ჩარიცხული. ვწუხვარ იმის გამო, რომ უფრო მეტის საშუალება არ მქონდა“, - განაცხადა ქადაგიძემ.