გორში ავტოსაგზაო შემთხვევას მე-11 კლასელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "ქართლის ამბები" ავრცელებს. შემთხვევა საქაშეთის გზაზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.