რუსეთის იაროსლავის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, იაროსლავის ოლქის გუბერნატორმა მიხაილ ევრაევმა განაცხადა.
ევრაევის განცხადებით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენა დრონებით თავდასხმას არ უკავშირდება.
„დღეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი ტექნოგენური ხასიათისაა“, - დაწერა მან თავის Telegram არხზე.
მისი თქმით, ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით ადგილზე სახანძრო სამსახურები მუშაობენ.