რუსეთმა ბენზინის ექსპორტზე დროებითი აკრძალვა გაახანგრძლივა და სხვა სახის საწვავზე შეზღუდვები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია რუსეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალი რეგულაცია საავტომობილო ბენზინის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ექსპორტის დროებით აკრძალვას ახანგრძლივებს.
ის ძალაში იქნება 2025 წლის 31 დეკემბრამდე და გავრცელდება ყველა ექსპორტიორზე, მათ შორის უშუალო მწარმოებლებზე.
აქამდე, მწარმოებლებს ბენზინის ექსპორტი სექტემბრის ბოლომდე ეკრძალებოდათ, ხოლო არამწარმოებლებს - ოქტომბრის ბოლომდე.
კიდევ ერთი დადგენილებით, დიზელის საწვავის, ასევე საზღვაო საწვავის და სხვა გაზოილების, მათ შორის ბირჟაზე შეძენილის, ექსპორტს 31 დეკემბრამდე კრძალავს.
თუმცა, აკრძალვა არ ვრცელდება დიზელის საწვავის მწარმოებლების მიერ განხორციელებულ მიწოდებაზე.
რუსეთმა ბენზინის ექსპორტი 2025 წლის ივლისის ბოლოს, ფასების ზრდის გამო, აკრძალა. აკრძალვა აგვისტოშიც გაგრძელდა.