ავსტრიელი ევროპარლამენტარი, ჰელმუტ ბრანდშტეტერი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გელა ხასიას დაკავებას ეხმიანება.
„თავისუფლება გელა ხასაიას! „ქართული ოცნება“ ახლა ნამდვილი კოშმარია თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხისთვის“, — წერს ბრანდშტეტერი X-ზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავა უწყების ცნობით, მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი.
შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ რ.ჩ-ს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.