დემოკრატიის გვჯერა და ადამიანის უფლებების დამცველი ვარ, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტსმამიხეილ სააკაშვილმა "სი-ენ-ენის" ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც მას მედიაინსტიტუტების მდგომარეობისა და სიტყვის თავისუფლებისის შესახებ დაუსვეს კითხვა.
"ჩვენ არაერთგზის დავადასტურეთ, რომ დემოკრატიული პრინციპების ერთგულნი ვართ. გასულ წელლს როდესაც დამპყრობლის არტილერია თბილისიდან 50 კილომეტრში იდგა ოპოზიციას საშულება მივეცით ოთხი თვის განმავლობაში ის შენობა დაებლოკათ საიდანაც ახლა გელაპარაკებით. შენობა სრულად იყო პარალიზებული და მე ქვეყნის მართვა სხვა შენობიდაბ მიწევდა. თუმცა არა იმიტომ რომ ძალა არ შეგვწევდა, არამედ იმიტომ რომ დემოკრატიის გვჯერა და ადამიანის უფლებების დამცველი ვარ. ჩვენ ქვეყანაში 27 დამოუკიდებელი არხი მაუწყებლობს, გვაქვს უამრავი პოლიტიკური თოქ-შოუც, სადაც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას საკუთარიაზრის გამოთქმის უფლება ეძლება. ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულად ვითარდება",_ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა