კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველო“ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს, რითაც მათივე ინფორმაციით, დასტურდება კოალიციის ერთ-ერთ მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლის, ძალადობის, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობა, „რის გამოც მან კანდიდატურა მოხსნა“.
კუპრაძის თქმით, პარტიის წევრებზე, მაჟორიტარ კანდიდატებზე და მერობის კანდიდატებზე ხდება სისტემური ზეწოლა, რომელიც დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“, მისი ლიდერების - ბიძინა ივანიშვილისა და კახა კალაძის, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობით.
"ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ კვირეების განმავლობაში, აწ უკვე დადასტურებულია შესაბამისი ჩანაწერით, რომ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრებზე, მაჟორიტარებზე, მერებზე, ჩვენს ადგილობრივ ლიდერებზე მიმდინარეობს ძალადობრივი ზეწოლა და შეტევა ანტი ქართული ოცნების, ივანიშვილის, კახა კალაძის და სუსის მხრიდან. ეს ყველაფერი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ "ქართულ ოცნებას" ეშინია ჩვენი, ეშინია ჩვენი მონაწილეობის, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არსებულია, რატომ სჭირდება მას ზეწოლა და ძალადობა, განსაკუთრებულად რეგიონებში ჩვენს წევრებზე და კანდიდატებზე.
ჩვენ გვაქვს ხელთ ის ჩანაწერი, სადაც დასტურდება ერთ-ერთი მაჟორიტარის მიერ, რომ მან კანდიადტურა მოხსნა ზეწოლის, ძალადობის, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობის პარალელურად. ის ასახელებს "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულ ბიზნესებს, ის ასახელებს შავ სამაყროს, კანონიერ ქურდებს, რომელბთანაც თანამშრომლობს "ქართული ოცნება" . ის ასახელებს, რომ სუსის ჩართუობით და ადგიობრივი პოლიციელების ჩართულობით, მასზე ზეწოლა განხორციელდა, რომ მას მოეხსნა კანდიდატურა კონკრეტული მუქარის, ძალადობის და მოსყიდვის სანაცვლოდ.
ცხადია, რომ კახა კალაძე, არა მხოლოდ როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, არამედ "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, რომელიც მისივე პარტიის წესდების მიხედვით, არის პასუხისმგებელი ყოველდღიურ, ყოფით, მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და ნაბიჯებზე. ის არის პასუხისმგებელი იმ მოსყიდვაზე და ძალადობაზე, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. მას ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ძალადობაზე, მუქარაზე, კანონიერი ქურდების, შავი სამყაროს, კრიმინალების ჩართულობაზე ჩვენი კანდიდატების წინააღმდეგ ბრძოლაში. შესაბამისად, მათ ვაკისრებთ პასუხისმგებლობას და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება გამოძიებული და მას დაეკისრება მძიმე სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ბრიფინგზე პარტიამ წარმოადგინა აუდიოჩანაწერი, სადაც ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატი კარა ორუჯოვი მოსყიდვის ფაქტებზე საუბრობს.
- მე ჩემმა ბიჭებმა გამიკეთეს ეს ამბავი, მე უკვე მრცხვენია შენთანს მოსვლის. იქ დიდი ბიზნესმენები არიან, ქურდები. მე ეგენი არ მაინტერესებს, შვილი მუშაობს, მაგათ დავადე...ის მუშაობდა მათთან (ძმისშვილი), ხო, და, ჩემი ნათესავი მაგათთან სპორტდარბაზში მუშაობდა. მაშინ მაგათმა (ბიზნესმენებმა) 100 ათასი ლარის, 100 ათასზე მეტი იყო, ინვენტარი მისცეს სპორტული დარბაზისთვის, გეფიცები. მერე მე მითხრეს, 70 წლის ხომ არ ვარ, ახალგაზრდა ვარ, მითხრეს, ყველგან იმუშავებ სადაც ხარ და მეტიც, მერე გამიმეორეს, რაც მანამდე მითხრეს. 4-ის მერე ახალი არჩევნები დაინიშნება, მარტში იქნება საპარლამენტო და იქაც დაინიშნებიო. მე მას ვუთხარი, ყველას პატივს გცემთ, მაგრამ ცხოვრებისეულად ცუდი სახელი გამიკეთეთ.
- მერე რა ლაპარაკი გქონდათ?
- ახმედოვმა უთხრა და მერე გამაკეთებინეს განცხადება.
- ვიცი, ვიცი. შენ რომ გამოუვალი მდგომარეობა არ გქონოდა და დიდი პრობლემები, ამ ნაბიჯს არ გადადგამდი.
- მე მაგათ ვუთხარი, რომ ამ ფლის გაქვითვა არ მინდოდა და უნდა დავუბრუნო, როცა შევძლებ.