აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორშაბათს თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. იუწყება The Times of Israel
თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული გრაფიკის თანახმად, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ვიზიტი მოიცავს სადილს და შეხვედრას, ასევე ორ ლიდერს შორის პრესკონფერენციას.
ეს ნეთანიაჰუს მეოთხე ვიზიტი იქნება ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში.
შეხვედრის მთავარი თემა ტრამპის 21-პუნქტიანი გეგმა იქნება, რომელიც ღაზაში ომის დასრულებას ისახავს მიზნად.
ლიდერები ასევე განიხილავენ ომისშემდგომი მმართველობის მექანიზმის შექმნას და „ჰამასის“ მიერ დაკავებული 48 მძევლის გათავისუფლებას, რომელთაგან დაახლოებით 20, სავარაუდოდ, ცოცხალია.
შეხვედრა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე (თბილისის დროით 19:00 საათზე) დაიწყება.
ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ღაზაში ომის დასრულების გეგმაზე მოლაპარაკებები „დასკვნით ეტაპზეა“ და იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება შესაძლოა გამოცხადდეს მომდევნო ორი დღის განმავლობაში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ორშაბათს თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ.