მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.
დათვლილია ხმების 78,14 პროცენტი.
მოლდოვის ცესკო-ს ინფორმაციით, წინასწარი შედეგებით, მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ 44.59 პროცენტით პირველ ადგილზეა.
მეორე ადგილს ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ხელმძღვანელობით პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“ იკავებს 27.68 პროცენტით.