„კახა კალაძე ჩამოყალიბდა ყველაზე კორუფციონერ მერად და დედაქალაქის მთავარ მტრად“, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
კუპრაძემ განაცხადა, რომ მერია და საკრებულო მფარველობენ კახა კალაძის შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს სამტრედიაში, ავთანდილ თევზაძეს, რომელმაც უკანონო გზით მილიონობით ლარის სარგებლის მისაღებად თბილისელების ინტერესები შესწირა. მისი თქმით, ავარიული სახლების გვერდით 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა გაყალბებული ამხანაგობათა ოქმებით დაიგეგმა, რომელთა შორის გარდაცვლილი მოქალაქეების ხელმოწერებიც აღმოჩნდა, რაც კუპრაძის შეფასებით, სისხლის სამართლის დანაშაულია.
"ჩვენ ახლა ვიმყოფებით ნაძალადევის რაიონში კიკვიძის პარკთან ძალიან ახლოს, ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ადგილას და ტერიტორიაზე, რომელსაც თვალი დაადო თავის დროზე კახა კალაძემ და მისმა კრიმინალურმა ბანდამ. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ მერია და საკრებულო მფარველობენ სამტრედიაში კალაძის შტაბის ყოფილ უფროსს, ავთანდილ თევზაძეს, რომელმაც მილიონიობით ლარის შემოსავლის გეგმას შესწირა ნახალოვკელების ინტერესი.
თქვენ უკან, ფონად ხედავთ საცხოვრებელ სახლს, რომელსაც ზუსტად ერთი მეტრის დაშორებით მიადგეს 16 სართულიანი კორპუსი, რომლის მფლობელიც თავდაპირევლად იყო ავთანდილ თევზაძე, კახი კალაძის შტაბის ხელმძღვანეი სამტრედიაში. მას შემდეგ, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით გამოაშკარავდა კრიმინალური დანაშაულებრივი გეგმა, რომლის მიხედვითაც, ცხადია, რომ ამხანაგობათა კრების ოქმები შედგა უკანნონოდ, 2019 წელს ამხანაგობების კრებებზე მოტყუებით მოაწერინეს მოქალაქეებს ხელი. მათ შორის, შეტანილი რამდენიმე გარდაცვლილი მოქალაქის ანუ 4 წლის წინ გარდაცვლილი მოქალაქის ხელმოწერები. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება კახა კალაძეს და მის კორუფციულ გუნდს. ეს ადამიანები გარდაიცვლალნენ 2015-16 წლებში და ამ დროს კალაძის პირობებში, 2019 წელს თურმე ხელს აწერენ გაყალბებულ ამხანაგობის ოქმებს.
კახა კალაძე, ყველაზე კორუფციონერი მერი, ჩამოყალიბდა დედაქალაქის მთავარ მტრად, რომელიც ანადგურებს, ლახავს ყოველდღიურად თბილისელი მოქალაქეების ინტერესებს და ჩვენს გარშემო, ამ შენობის მიღმა, მარჯვნივაც, მარცხნივაც, არის მესამე და მეოთხე კატეგორიის ავარიული სახლები, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ მერიას და ხელისუფლებას, რომელმაც აუცილებლად უნდა აგოს სისხლის სამართლებრივად პასუხი იმ დანაშაულებზე, რაც ჩადენილი აქვს ადგიობრივი მოქალაქეების წინააღმდეგ, - განაცხადა კუპრაძემ.