უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა: „შეწყვიტეთ ჩვენი შევიწროება!“
ორბანმა ემოციური მიმართვა გამოაქვეყნა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა. პოსტში ის ზელენსკის მიმართავს.
„უნგრეთი ნატო-სა და ევროკავშირის წევრია, რომელთა მხარდაჭერის გარეშე უკრაინა დიდი ხნის წინ ჩამოიშლებოდა. ბატონო ზელენსკი, სრული პატივისცემით, შეწყვიტეთ ჩვენი შევიწროება!“ - წერს ორბანი.
შეგახსენებთ, მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე სავარაუდოდ, უნგრულმა სადაზვერვო დრონებმა დაარღვიეს.