28 სექტემბრის დილით, უკრაინაზე კომბინირებული მასშტაბური შეტევის დროს, პოლონეთმა გამანადგურებლები ააფრინა.
ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა (RSZ) ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლონეთის და მოკავშირეთა ავიაცია პოლონეთის საჰაერო სივრცეში მოძრაობს.
„მიმდინარე პროცედურების შესაბამისად, შეიარაღებულმა ძალებმა გაააქტიურეს მათ განკარგულებაში არსებული ძალები და საშუალებები.
ორი გამანადგურებელი აფრინდა, ხოლო ხმელეთზე განლაგებული საჰაერო თავდაცვისა და რადარის დაზვერვის სისტემები საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე იყო მოყვანილი“, - ნათქვამია პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებაში .
მათივე ცნობით, ეს „მოქმედებები პრევენციული ხასიათისაა“ და მიზნად ისახავს პოლონეთის საჰაერო სივრცისა და მოქალაქეების, განსაკუთრებით კი „საფრთხის ზონებთან“ ახლოს მყოფების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.