რუსეთის ჩუვაშეთის რესპუბლიკაში მდებარე ნავთობის სატუმბ სადგურზე უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში მყოფ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ ეს სადგური უკრაინიდან ათასი კილომეტრის დაშორებით, ჩუვაშეთის რესპუბლიკის სოფელ კონარში მდებარეობს.
ჩუვაშეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, ოლეგ ნიკოლაევმა განაცხადა, რომ სადგურის მუშაობა დროებით შეჩერებულია, ვიდრე ობიექტისთვის მიყენებული ზიანის მასშტაბი არ დადგინდება.
„უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს „სანქციების დაწესებას“ რუსეთის ნავთობის სექტორის წინააღმდეგ, რომელსაც აგრესორი ქვეყნისთვის დიდი მოგება მოაქვს და რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად გამოიყენება. რუსეთის ბიუჯეტში ნავთობდოლარების რაოდენობის შემცირების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება“, - აღნიშნავენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.