უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ცივილიზებული ქვეყნების რიტორიკა რუსეთის მიმართ უნდა შეესაბამებოდეს მის მუქარას და თუ რუსეთი კიევს ჩაბნელებით ემუქრება, მან უნდა იცოდეს, რომ ელექტროენერგია მოსკოვშიც გაითიშება. ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიფინფზე ისაუბრა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს მას გაუზიარა „ბრძოლის ველზე არსებული რეალობა და შესაძლო შედეგების ხედვა“.
„თუ რუსები იმუქრებიან, არ არის საჭირო სუფრთხილე რიტორიკაში. მე ვფიქრობ, რომ ცივილიზებულ ქვეყნებსაც იგივე რიტორიკა უნდა ჰქონდეთ.
„ცივილიზებულად ყოფნა არაცივილიზებულებთან შეცდომაა, როგორც რიტორიკის კუთხით, ისე, მით უმეტეს არსებით ნაბიჯებში ბრძოლის ველზე და რუსეთთან ურთიერთობებშიც“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსეთმა ნათლად უნდა გაიგოს, რომ ცივილიზებული ქვეყნები ველური ქვეყნებისგან იმით განსხვავდებიან, რომ ისინი არასდროს იწყებენ პირველები და არ არიან აგრესორები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სუსტები არიან და სისუსტის გამოხატვა საჭირო არ არის.
თუ ისინი, მაგალითად, უკრაინის დედაქალაქში ელექტროენერგიის გათიშვით იმუქრებიან, მაშინ კრემლმა უნდა იცოდეს, რომ ელექტროენერგიის გათიშვა რუსეთის დედაქალაქში იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.