უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეაგროვეს ყველა საჭირო მტკიცებულება უნგრული სადაზვერვო დრონის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ.
ამის შესახებ მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მინისტრმა გამოაქვეყნა ფოტომასალა, რომელიც, მისი თქმით, ასახავს გუშინდელი დრონის შეჭრის ზუსტ მარშრუტს უნგრეთიდან უკრაინის საჰაერო სივრცეში.
სიბიჰამ აღნიშნა, რომ აქვეყნებს პოსტს „ბრმა უნგრელი მაღალჩინოსნებისთვის“
„ბრმა უნგრელი მაღალჩინოსნებისთვის. უნგრეთიდან უკრაინის საჰაერო სივრცეში დრონის შეჭრის ზუსტი მარშრუტი ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა შეაგროვეს ყველა საჭირო მტკიცებულება და ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით უნგრეთისგან განმარტებას იმის შესახებ, თუ რას აკეთებდა ეს ობიექტი ჩვენს საჰაერო სივრცეში“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უნგრული სადაზვერვო დრონი უკრაინის ტერიტორიაზე შევიდა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან სამხედროებს დრონის ფრენის ჩვენება სთხოვა, რადგან უნგრელები „ამბობენ, რომ რაღაცას ვიგონებთ“.
„ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას იძიებს უნგრელი დაზვერვის დრონი უკრაინის ტერიტორიაზე. მე პრინციპში მესმის, რას აკეთებს ის. მე მიმაჩნია, რომ ისინი ძალიან სახიფათო საქმეებს აკეთებენ - პირველ რიგში საკუთარი თავისთვის“, - თქვა ზელენსკიმ.
გენერალურ შტაბში განაცხადა, რომ უნგრულმა დრონმა ორჯერ დაარღვია უკრაინის სახელმწიფო საზღვარი.
მანამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო გამოეხმაურა უკრაინის პრე4ზიდენტის განცხადებას დრონების შეჭრის შესახებ: „ზელენსკი გონებას კარგავს თავისი ანტიუნგრული აკვიატებით, ახლა იწყებს იმის დანახვას, რაც არ არსებობს“.