პოლიციამ თამაზ ნინუას მკვლელობის საქმე გახსნა. სამართალდამცავებმა თამაზ ნინუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი თამაზ გოგია დააკავეს.
"შს სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსა და ქალაქ თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გახსნილია მიმდინარე წლის 11 ნოემბერს მომხდარი მოქალაქე თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 27 ნოემბერს ეჭვმიტანილის სახის დაკავებულია მოქალაქე თამაზ გოგია. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით. დანაშაული ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას", _ ნათქვამია საქართველოს შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.