პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინას რუსული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ გაცილებით იაფი და სისტემური გადაწყვეტილებები აქვს, ვიდრე მის პარტნიორებს და მზადაა, გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„უკრაინის დაცვა ნამდვილად საერთო ამოცანაა. და ჩვენ მზად ვართ, ასეთი დაცვა ყველა პარტნიორს ვასწავლოთ. ყველა ხედავს, რომ რუსები ზვერავენ, თუ როგორ გადაიტანონ ომი პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების ტერიტორიაზე.
რა თქმა უნდა, ნატო-ს აქვს Patriot-ები სხვა სისტემები და ძლიერი გამანადგურებლები, მაგრამ რუსული „შაჰედებისა“ და „გერბერების“ წინააღმდეგ ჩვენ, უკრაინაში, გაცილებით იაფი, მასიური და სისტემური გადაწყვეტილებები გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ დრო ფუჭად არ დაიკარგოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.