სახელმწიფოს კუთვნილი ფართობის არაკანონიერად გაქირავებისთვის, მცდარი ხარჯთაღრიცხვის წარმოებისთვისა და თანხების მითვისებისთვის რამდენიმე პირია დაკავებული.
მათ შორის არიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორი და მისი მოადგილე.
აღნიშნულ საქმეზე შს სამინისტრო და პროკურატურა ერთობლივად მუშაობდნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურაში 15:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.