"სამართალდამცავების მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს აქვს თავდაცვის უფლება", _ ეს განაცხადა რუსეთის შს მინისტრმა რაშიდ ნურგალიევმა შს სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც უწყებაში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრობდა.
იურისტები რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებენ სიფრთხილით მოეკიდნენ ნურგალიევის სიტყვებს, რადგან სამართალდამცველისათვის წინააღმდეგობის გაწევა ან თავდასხმა ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულად ითვლება და 13-იდან 20 წლამდე, ზოგჯერ კი სამუდამო პატიმრობასაც ითვალისწინებს.
ბოლო პერიოდში რუსეთში მილიციელების მხრიდან მოქალაქეებზე თავდასხმა, ძალადობისა და მკვლელობის ფაქტები გახშირდა. სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ მოსკოვში შს უწყების რეფორმირებაზე დაიწყეს საუბარი.
"დავუშვათ, ქუჩაში ვიღაც მილიციელი მესხმის თავს, რა თქმა უნდა, თავს დავიცავ. ყველა თანასწორნი ვართ, რიგითი მოქალაქე კი ორმაგად თანასწორია. სამართალდამცველები ვართ და ასეთი ადამიანი თავს გესხმის, მაშინ ის უკვე ფორმაში ჩაცმული დამნაშავეა, რომელიც იზოლირებაში უნდა მოექცეს და ციხეში ჩაჯდეს", _ განაცხადა რუსეთის შს მინისტრმა რაშიდ ნურგალიევმა.