საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობს. ნიკა გილაური ვიზიტის ფარგლებში პირისპირ ესაუბრა აშშ-ის ფინანსთა მინისტრს ტიმოთი გეიტნერს და სენატორებს შეხვდა.
სენატორებთან შეხვედრისას განხილვის მთავარი თემა სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის წარდგენა იყო.
პრემიერი ათასწლეულის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელთან დენიელ იოჰანესთან მოლაპარაკებით კმაყოფილია. მათ საქართველოსათვის გრანტის გამოყოფის საკითხზე ისაუბრეს. ამ თანხით იგეგმება ამერიკული უნივერსიტეტის, ამერიკული საავადმყოფოს მშენებლობისა და გოდერძის უღელტეხილის გზის რეაბილიტაცია.
"ჯამური თანხა ჯერ ჯერობით ცნობილი არ არის. 150 მილიონიდან 250 მილიონ დოლარამდე იქნება ეს თანხა და ჩვენ ვაპირებთ, რომ რამდენიმე პროექტი წარმოვადგინოთ როგორიც არის უნივერსიტეტი, როგორიც არის ჯანდაცვის პროექტი ანუ ამერიკული საავადმყოფო საქართველოში. გვინდა ასევე წარმოვადგინოთ პროექტი გოდერძიდ უღელტეხილის გზის რეაბილიტაცია, რომელიც იქნება "ემ-სი-სი"-ს პროექტის რეალური გაგრძელება", _ აცხადებს საქართველოს პრემიერი ნიკა გილაური.