აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი კიევში ჩავიდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ დღეს გაგრძელდება კელოგის ვიზიტი უკრაინაში.
კელოგის ვიზიტი, უკრაინის რეგიონებზე, განსაკუთრებით კი დედაქალაქზე, რუსეთის მხრიდან გაძლიერებული თავდასხმების ფონზე ხორციელდება.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის გამო აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის უკრაიანასი ჩასბლა შეაფერხა.
კელოგი ბოლოს უკრაინას აგვისტოში ეწვია.