ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია (IFJ) და მისი ევროპული ჯგუფის - ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ) ეგვიპტეში დაკავებული ბელგიელი ჟურნალისტის მორის სარფატის (იგივე სერჟ დუმონი) დაუყონებელი გათავისუფლებას მოითხოვს.
კაიროში უშიშროების ძალების მიერ დაკავებული მორის სარფატი ამჟამად უცნობ სამხედრო დაწესებულებში იმყოფება. სარფატი, რომელიც რეპორტიორად მუშაობს რამდენიმე ევროპულ გაზეთში: ბელგიური ყოველდღიური გამოცემა Le Soir, ჟენევაში გამომავალი Le Temps და ფრანგული la Voix du Nord, პრეზიდენტ მუბარაქის მომხრეების დემონსტრაციის გაშუქებისას დააკავეს, ჯაშუშობის ბრალდებით.
„ჯაშუშობის ბრალდებები აბსურდია და ამტკიცებს ჩვენი კოლეგის დაპატიმრების თვითნებურ ხასიათს. მორისი კეთილსინდისიერი ჟურნალისტია, რომელიც სხვა ჟურნალისტების მსგავსად, ეგვიპტეში მიმდინარე კრიზისზე რეპორტაჟს ამზადებდა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას მისი დაუყოვნებელი გათავისფლებისა და მედიის წინააღდეგ ძალადობის დასრულებისკენ,"- აცხადებს IFJ-ის პრეზიდენტი ჯიმ ბოუმელა.
მისივე ინფორმაციით, სარფატი საშტატო ფორმაში გამოწყობილმა უშიშროების ოფიცრებმა კაიროს ცენტრში, ჩუბრას რაიონში დააკავეს. დაკავებული სასტიკად სცემეს, მას ეგვიპტის ოპოზიციონერი ლიდერის მოჰამედ ალ ბარადეის მხარდაჭერას აბრალებდნენ. დაკავებული სამხედრო დაწესებულებაში წაიყვანეს, სადაც ბრალი დასდეს ჯაშუშობაში და გააფრთხილეს, რომ მას დაზვერვის სამსახურს გადასცემდნენ, იუწყებიან სარფატის ბელგიელი კოლეგები, რომელნიც დაკავებულს მობილური ტელეფონით ესაუბრნენ.
IFJ-ის განცხადებით, სერჟ დუმონი ეგვიპტის პოლიციისა და უშიშროების ძალების სასტიკი ძალადობის უკანასკნელი მსხვერპლია მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის, ალ ჯაზირასა და „France 2"-ს ჟურნალისტებს.
„აშკარაა, რომ პოლიცია ძალადობით ცდილობს მედიის დაშინებას, რათა ხელი შეუშალოს ეგვიპტის კრიზისის დამოუკიდებელ გაშუქებას. ჩვენ ვგმობთ ამ სასოწარკვეთილ ტაქტიკას და სარფატის უსაფრთოხებისა და კეთილდღეობის მთელს პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ვაკისრებთ,- აცხადებს IFJ-ის პრეზიდენტი ჯიმ ბოუმელა.