პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ ქვეყნის საზღვარი ათზე მეტმა რუსულმა დრონმა დაარღვია. ამის შესახებ ის Х-ზე წერს.
„პოლონურმა და მოკავშირეთა რადარულმა სისტემებმა თვალყური ადევნეს რამდენიმე ობიექტს, რომლებმაც დაარღვიეს საჰაერო სივრცე.
„შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა მეთაურმა მათი ნეიტრალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ჩამოაგდეს დრონები, რომლებსაც შეეძლოთ საფრთხის შექმნა.
„ამჟამად მიმდინარეობს ჩამოვარდნილი ობიექტების ელემენტების შესაძლო დაცემის ადგილების ძიება და იდენტიფიცირება“, - თქვა მან.
პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მორიგი მასშტაბური იერიშის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე მრავალჯერ დაარღვიეს ობიექტებმა. პოლონეთის სამხედროებმა განაცხადეს, რომ, საპასუხოდ, მათ და ნატო-ს მოკავშირეებმა საჰაერო სივრცეში ავიაცია აამოქმედეს და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს სახმელეთო საჰაერო თავდაცვის ძალები.