დღეს, 4 თებერვალს, 15:00 საათზე, კინოს სახლში გაიმართება პოლიტიკური მოძრაობა "სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის" მიერ ორგანიზებული კონფერენცია - "ალტერნატივა საქართველოს განვითარებისათვის".
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ამჟამად საქართველოში ფართოდ გავრცელებული "პოსტკომუნისტური ნეოლიბერალური" ხედვის საწინააღმდეგო მემარცხენე ალტერნატიული ხედვა, პოლიტიკის ახალი სტრატეგიისა და ტაქტიკის ამსახველი 16 თეზისის სახით.