4 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე ქვემო ქართლის ეროვნული უმცირესობებისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
შეხვედრის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ, დაათვალიერონ სამინისტროს ახალი ოფისი, პირადად დაუსვან კითხვები იუსტიციის მინისტრის მოადგილეს სამინისტროში მიმდინარე რეფორმების შესახებ, განიხილონ რეგიონის მოსახლეობისათვის აქტუალური პრობლემები.
ღონისძიება ხორციელდება ქვემო ქართლის საზოგადოებრივი ორგანიზაციების საინფორმაციო ტურის ფარგლებში, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და საქართველოს უშიშროების საბჭოს ორგანიზებით.