საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გეგმავს ოქტომბრისთვის უკრაინას 2 მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს.
ამის შესახებ მან სამშაბათს, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კალასმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას თითქმის 169 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება გაუწიეს.
ამ კონტექსტში მან ახსენა უკრაინისთვის მსხვილი კალიბრის საბრძოლო მასალის მიწოდება.
„მათ [ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა] ასევე მოგვაწოდეს 2 მილიონი ვაზნის 80%. ჩვენი მიზანია ოქტომბრისთვის 100%-ის მიწოდება“, - განაცხადა კალასმა.
მისი თქმით, ეს აუცილებელია, რათა უკრაინამ დაიცვას საკუთარი თავი და მშვიდობიანი მოსახლეობა და მოიგერიოს აგრესია.